Accessibility links

წყალტუბოს რაიონის 5 სანატორიუმი კვლავაც


წყალტუბოს რაიონის 5 სანატორიუმი კვლავაც ელექტროენერგიის გარეშე რჩება.

წყალტუბოს რაიონის 5 სანატორიუმი კვლავაც ელექტროენერგიის გარეშე რჩება.
დავალიანების გამო კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს უკვე მეათე დღეა ელექტროენერგია არ მიეწოდებათ. საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანია აღნიშნული ობიექტებისთვის დენის მიწოდებას დავალიანების სრულად დაფარვამდე არ აპირებს. ენერგოკომპანიის დასავლეთ საქართველოს ოფისზე დაყრდნობით, "ინტერპრესნიუსის" სააგენტო იუწყება, რომ დევნილებს ელექტროენერგიის თანხას სახელმწიფო უხდის, თუმცა, 70 ათასი ლარის ოდენობის დავალიანება სუბსიდირების დანამატს წარმოადგენს. დევნილების მტკიცებით, ენერგოკომპანია მათ დავალიანებას უკანონოდ არიცხავს.
XS
SM
MD
LG