Accessibility links

logo-print

ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა მძაფრად


ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა მძაფრად გააკრიტიკა გაეროს უშიშროების საბჭოს გუშინდელი რეზოლუცია,

ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა მძაფრად გააკრიტიკა გაეროს უშიშროების საბჭოს გუშინდელი რეზოლუცია,
რომელიც ირანის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუ თეირანი არ შეწყვეტს ბირთვული პროგრამის განხორციელებას. აჰმადინეჟადმა რეზოლუციას "აზრს გამოცლილი ფარატინა ქაღალდი" უწოდა და დასძინა, რომ უშიშროების საბჭოს წევრები ინანებენ, რომ ეს დოკუმენტი მიიღეს. [მაჰმუდ აჰმადინეჟადის ხმა] "ნუთუ აქამდე ვერ გაგიგიათ, რომ მსოფლიო შეიცვალა? გაერომ და მისმა უშიშროების საბჭომ ყოველგვარი ავტორიტეტი დაკარგეს. რა უშიშროების საბჭოა ეს? ეს ხომ სიონისტური რეჟიმის ლაქიაა, ამერიკისა და ბრიტანეთის მონა! თქვენ მას დაუკარგეთ რეპუტაციაც და ლეგიტიმურობაც!" სანქციების შესახებ რეზოლუცია გაეროს უშიშროების საბჭომ ერთხმად მიიღო. აიკრძალა ირანში სარაკეტო და ბირთვული მასალებისა და ტექნოლოგიების ექსპორტი, გაყინულ იქნა ირანის ზოგიერთი საბანკო ანგარიში უცხოეთის ქვეყნებში.
დღეს თეირანმა გამოაცხადა, რომ ნატანცის ბირთვულ ცენტრში - ურანის გამდიდრების მიზნით - იწყებს სამი ათასი ცენტრიფუგის დამონტაჟებას. დღესვე, აშშ-მა გამოთქვა მოწოდებას, გამკაცრებულ იქნეს სანქციები ირანის მიმართ.
XS
SM
MD
LG