Accessibility links

logo-print

რომის პაპმა ბენედიქტე მეთექვსმეტემ საშობაო


რომის პაპმა ბენედიქტე მეთექვსმეტემ საშობაო ქადაგება წარმოთქვა,

რომის პაპმა ბენედიქტე მეთექვსმეტემ საშობაო ქადაგება წარმოთქვა,
და ტრადიცისამებრ დალოცა "Urbi et Orbi" – "ქალაქი და მსოფლიო". წუხელ რომის წმიდა პეტრეს ტაძარში კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა ჩაატარა საშობაო წმინდა მესა, რომელსაც 10 000-მდე ადამიანი დაესწრო. მესის პირდაპირ რეპორტაჟს 44 ქვეყანაში თვალს ადევნებდა მილიონობით ტელემაყურებელი. თავის ქადაგებაში პაპმა თქვა, რომ საქონლის ბაგაში შობილი ჩვილი იესოს სურათმა მსოფლიო უნდა დააფიქროს იმ ბავშვების ბედზე, რომლებიც შიმშილისა თუ ძალადობის მსხვერპლი არიან, მათ შორის ისინი, ვისაც იარაღის ხელში აღებას აიძულებენ. [პაპის ხმა]: "ბეთლემის ჩვილი მზერას მიგვაპყრობინებს ყველა ბავშვისკენ. საკუთრივ კი მათკენ, ვინც ამ დედამიწაზე იტანჯება და ძალადობის მსხვერპლია, შობილთა თუ უშობელთაკენ, იმ ბაშვშვებისკენ, ვისაც ამ ძალადობით სავსე სამყაროში ჯარისკაცებად იყენებენ." 79 წლის პაპმა თავისი მრავალრიცხოვანი მრევლი დალოცა და ახლო აღმოსავლეთში, ერაყში და დედამიწის სხვა შფოთიან რეგიონებში მშვიდობის დამყარებისკენ მოწოდება გამოთქვა.
XS
SM
MD
LG