Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა ბაქოში


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა ბაქოში მოლაპარაკება გამართა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა ბაქოში მოლაპარაკება გამართა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან
ილჰამ ალიევთან და ამ ქვეყნის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან. მხარეებმა "შაჰ-დენიზის" საბადოდან საქართველოსთვის გაზის დამატებით მოწოდებაზე ისაუბრეს.
მოლაპარაკების შემდეგ ნოღაიდელმა განაცხადა, რომ საქართველო აზერბაიჯანისგან ყოველდღიურად მილიონ კუბმეტრ გაზს მიიღებს, თუმცა არ უთქვამს, რა ფასად ყიდულობს თბილისი "შაჰ-დენიზის" გაზს. "შაჰ-დენიზის" გაზსადენით ბუნებრივი აირი საქართველოს გასული კვირიდან უნდა მიეღო, მაგრამ ჭაბურღილზე მომხდარი ავარიის გამო გაზის მიღება რამდენიმე კვირით გადაიდო. შედეგად, საქართველოს გაზით კვლავინდებურად რუსეთი ამარაგებს. ამასთანავე, თბილისმა ხელი მოაწერა შეთანხმებას ანკარასთან "შაჰ-დენიზის" პროექტში თურქეთის წილიდან 800 მილიონი კუბური მეტრი გაზის მიღების თაობაზე. გარდა ამისა, საქართველო საკუთარ წილს – 250 მილიონ კუბმეტრ აირსაც მიიღებს.
XS
SM
MD
LG