Accessibility links

logo-print

"გაზპრომის" წარმომადგენლებმა დღეს მოლაპარაკება გამართეს


"გაზპრომის" წარმომადგენლებმა დღეს მოლაპარაკება გამართეს ბელორუსიასთან

"გაზპრომის" წარმომადგენლებმა დღეს მოლაპარაკება გამართეს ბელორუსიასთან
- საუბარი ამ ქვეყნისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების საკითხებს ეხებოდა. "გაზპრომის" პრესმდივნის სერგეი კუპრიანოვის განცხადებით, ბელორუსიამ შეხვედრის მსვლელობაში სრული უპასუხისმგებლობა გამოიჩინა. ამჟამად მოქმედი კონტრაქტის ვადა 6 დღეში იწურება და თუ მინსკი უარს იტყვის ახალი წლიდან გაზრდილი საფასურის გადახდაზე, იგი უგაზოდ დარჩებაო, თქვა კუპრიანოვმა. რუსეთი ბელორუსიისგან ათას კუბურ მეტრ გაზში 200 დოლარს ითხოვს, რაც ოთხჯერ მეტია ამჟამად მოქმედ ტარიფზე.
XS
SM
MD
LG