Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეთიოპიის სამხედრო-საჰაერო ძალებმა იერიში მიიტანეს


ეთიოპიის სამხედრო-საჰაერო ძალებმა იერიში მიიტანეს მეზობელი სომალის ორ აეროპორტზე:

ეთიოპიის სამხედრო-საჰაერო ძალებმა იერიში მიიტანეს მეზობელი სომალის ორ აეროპორტზე:
დედაქალაქ მოგადიშუს საერთაშორისო აეროპორტსა და კიდევ ერთ მცირე აეროპორტზე ქვეყნის სამხრეთში. იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. გუშინ ეთიოპიამ ოფიციალურად აღიარა, რომ მეზობელ სომალიში ისლამისტებს ებრძვის. ეთიოპიის პრემიერ-მინისტრის მელეს ზენავის განცხადებით, მისი ქვეყანა იძულებული შეიქნა, საბრძოლო მოქმედებები დაეწყო მეზობელი სომალის ტერიტორიაზე, რათა საკუთარი დამოუკიდებლობა დაეცვა. სომალის ტერიტორიის უდიდეს ნაწილს ისლამისტები აკონტროლებენ.
XS
SM
MD
LG