Accessibility links

logo-print

დღეს პარლამენტმა მესამე მოსმენით, 167


დღეს პარლამენტმა მესამე მოსმენით, 167 ხმით, 10-ის წინააღმდეგ, დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილებები,

დღეს პარლამენტმა მესამე მოსმენით, 167 ხმით, 10-ის წინააღმდეგ, დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილებები,
რომელთა საბოლოო რედაქცია საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ერთდროულად ჩატარებას ითვალისწინებს. არჩევნები 2008 წლის ოქტომბერში გაიმართება. მათ თარიღს პრეზიდენტი ნიშნავს. ცვლილებების შედეგად, ამჟამად მოქმედი პარლამენტის უფლებამოსილების ვადა 6 თვით იზრდება, ხოლო პრეზიდენტს ვადა უმცირდება. გარდა ამისა, კონსტიტუციაში შევიდა ცვლილება სასამართლო სისტემაში პრეზიდენტის როლის შემცირების თაობაზე. კერძოდ, პრეზიდენტის ნაცვლად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უხელმძღვანელებს. დღესვე დეპუტატებმა 169 ხმით ერთხმად მიიღეს ცვლილებები "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ კონსტიტუციურ კანონში", რომელიც აჭარის უმაღლესი საბჭოს შემდეგი არჩევნების ჩატარებას ასევე 2008 წლის ოქტომბერში ითვალისწინებს. ოპოზიციამ გააკრიტიკა საკონსტიტუციო ცვლილებები და იგი პარლამენტის მიერ "ხელისუფლების უზურპაციად" შეაფასა.
XS
SM
MD
LG