Accessibility links

საერთაშორისო კომპანია "იტერამ", რომელიც გაზით


საერთაშორისო კომპანია "იტერამ", რომელიც გაზით ამარაგებს საქართველოს რეგიონებს,

საერთაშორისო კომპანია "იტერამ", რომელიც გაზით ამარაგებს საქართველოს რეგიონებს,
"გაზპრომთან" გააფორმა ერთწლიანი კონტრაქტი 360 მილიონი კუბური მეტრი გაზის მოწოდების თაობაზე. საინტერნეტო გამოცემა "სივილ ჯორჯია", "იტერა–საქართველოს" წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, რომ კომპანია ათას კუბმეტრ გაზში 235 დოლარს გადაიხდის. ამავე ცნობის თანახმად, ჯერჯერობით უცნობია, რამდენად გაიზრდება ბუნებრივი აირის ღირებულება მომხმარებლიებსთვის, რომელთა საერთო რაოდენობა 150 ათასია. "იტერა-საქართველოსთან" გაფორმებული კონტრაქტის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა "გაზპრომის" პრესმდივანმა სერგეი კუპრიანოვმა. ეს რიგით მეოთხე კონტრაქტია, რომელიც რუსეთის ენერგოგიგანტმა საქართველოში მოქმედ კომპანიებთან გააფორმა.
XS
SM
MD
LG