Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"გაზპრომის" ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ბელორუსია


"გაზპრომის" ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ბელორუსია აპირებს, დაიწყოს

"გაზპრომის" ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ბელორუსია აპირებს, დაიწყოს
ევროპელი მომხმარებლისთვის განკუთვნილი რუსეთის გაზის მითვისება. "გაზპრომის" პრესმდივნის სერგეი კუპრიანოვის თქმით, ბელორუსიისთვის 2007 წლის განმავალობაში ბუნებრივი აირის მიწოდების საკითხებზე გამართული მოლაპარაკება უშედეგოდ დამთავრდა. რუსეთი ბელორუსიისგან ათას კუბურ მეტრ გაზში 105 დოლარს ითხოვს, რაც ორჯერ მეტია ამჟამად მოქმედ ტარიფზე. მინსკი 105 დოლარის გადახდაზე უარს აცხადებს. ამჟამად მოქმედი კონტრაქტის ვადა ოთხ დღეში იწურება და თუ მინსკი უარს იტყვის ახალი წლიდან გაზრდილი საფასურის გადახდაზე, იგი უგაზოდ დარჩებაო, განაცხადა "გაზპრომის" თავმჯდომარემ ალექსეი მილერმა:
[ალექსეი მილერის ხმა] "იმ შემთხვევაში, თუ არ გაფორმდა კონტრაქტი მომავალი წლისთვის გაზის მიწოდების თაობაზე, 2007 წლის 1 იანვარს, მოსკოვის დროით დილის ათი საათიდან, "გაზპრომს" არ ექნება არავითარი საფუძველი საიმისოდ, რომ ბელორუსიას გაზი მიაწოდოს." "გაზპრომის" პრესმდივანმა სერგეი კუპრიანოვმა კი აღნიშნა რომ ეს კომპანია საახალწლო საჩუქრებს ვერ დაარიგებს: [სერგეი კუპრიანოვის ხმა] "ასეთ საახალწლო საჩუქრებს "გაზპრომისგან" ნურავინ ელის. "გაზპრომი" სანტა-კლაუსი არ გახლავთ."
XS
SM
MD
LG