Accessibility links

logo-print

ერაყში ორი ლატვიელი ჯარისკაცი დაიღუპა


ერაყში ორი ლატვიელი ჯარისკაცი დაიღუპა, კიდევ სამი - დაიჭრა.

ერაყში ორი ლატვიელი ჯარისკაცი დაიღუპა, კიდევ სამი - დაიჭრა.
მათი ავტომანქანა ნაღმზე აფეთქდა ბაღდადის სამხრეთით მდებარე ქალაქ დივანიაში. დღესვე, ქალაქ ნაჯაფში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, მოკლულ იქნა რადიკალ შიიტთა სულიერი ლიდერის მოყტადა სადრის მრჩეველი. ამის შემდეგ ქალაქში შეტაკებები მოხდა. თვით ბაღდადში, დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად, სულ ცოტა, რვა ადამიანი დაიღუპა. კიდევ ათი კაცი დაშავდა. მიღებული ცნობების თანახმად, ყველა დაზარალებული სამოქალაქო პირია.
XS
SM
MD
LG