Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც


ირანის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც მთავრობას ავალდებულებს,

ირანის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც მთავრობას ავალდებულებს,
გადასინჯოს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოსთან თანამშრომლობის მოცულობა და ყოველმხრივ დააჩქაროს ბირთვული პროგრამის განხორციელება. დოკუმენტი დაამტკიცა ქვეყნის უზენაესმა საკონტროლო ორგანომ - გუშაგთა საბჭომ. პარლამენტის პიკერის ჰადად ადელის თქმით, კანონი მთავრობას ფართო არჩევანს უტოვებს: [ჰადად ადელის ხმა] "უშიშროების საბჭოს რეზოლუციაზე ირანის პასუხი რამდენიმე ვარიანტს შეიძლება შეიცავდეს - გაუვრცელებლობის ხელშეკრულებიდან გამოსვლით დაწყებული, დამთავრებული ამ ხელშეკრულებაში დარჩენით და ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოსთან მოლაპარაკების გაგრძელებით." ირანის პარლამენტის მიერ ახალი კანონის მიღება პასუხია გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციაზე, რომელიც ირანის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას ითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG