Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში სადამ ჰუსეინის სიკვდილით დასასჯელად


ერაყში სადამ ჰუსეინის სიკვდილით დასასჯელად მზადება

ერაყში სადამ ჰუსეინის სიკვდილით დასასჯელად მზადება
მიმდინარეობს. ყოფილი დიქტატორი უახლოესი კვირების განმავლობაში უნდა ჩამოახრჩონ. სიკვდილით დასჯის განაჩენი ერაყის სააპელაციო სასამართლომ 26 დეკემბერს ძალაში დატოვა. ციხიდან გამოგზავნილ წერილში სადამ ჰუსეინი ამბობს, რომ სიკვდილისთვის, და ერაყისთვის ”მსხვერპლად შეწირვისთვის” მზად არის. ჰუსეინის ბაათის პარტიის წარმომადგენლები მათი ლიდერის სიკვდილით დასჯის შემთხვევაში სამაგიეროს გადახდით, და შეერთებულ შტატებზე და მის ინტერესებზე იერიშის მიტანით იმუქრებიან. ინტერნეტით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ იმ შემთხვევაში, თუ ჰუსეინს ჩამოახრჩობენ, პარტია ერაყში ძალადობის შემცირების თაობაზე გამართულ ვერანაირ მოლაპარაკებაში ვეღარ მიღებს მონაწილეობას. სადამ ჰუსეინის ვექილი საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, არ დაუშვას მისი დაცვის ქვეშ მყოფის სიკვდილით დასჯა.
XS
SM
MD
LG