Accessibility links

logo-print

სომალიდან მოსული ცნობების თანახმად


სომალიდან მოსული ცნობების თანახმად,

სომალიდან მოსული ცნობების თანახმად,
ისლამისტმა ექსტრემისტებმა დატოვეს დედაქალაქი მოგადიშუ. სომალის პრემიერ მინისტრი, ალი მუჰამედ გედი, აცხადებს, რომ ეთიოპიის ჯარმა და სომალის სამთავრობო სამხედროებმა დედაქალაქის უბნები უკვე დაიკავეს. გაეროს უშიშროების საბჭოში სომალიში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღების მეორე მცდელობაც უშედეგოდ დამთავრდა. საბჭოს მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, კატარის წარმომადგენელი, კვლავ მოითხოვს სომალიდან ეთიოპიის ჯარის გაყვანას. საბჭოს დანარჩენი წევრები კი აცხადებენ, რომ ეს ჯარი სომალიში გარდამავალი მთავრობის თხოვნის საფუძველზე იმყოფება, რომელსაც ისლამისტები ებრძვიან. ვაშინგტონი ეთიოპიის ქმედებებს მხარს უჭერს და აცხადებს, რომ სომალიში შექმნილი ვითარება ეთიოპიის ეროვნულ უსაფრთხოებაზე ახდენს გავლენას.
XS
SM
MD
LG