Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში გაეროს მეთვალყურეთა მისია გალის


საქართველოში გაეროს მეთვალყურეთა მისია გალის რაიონში

საქართველოში გაეროს მეთვალყურეთა მისია გალის რაიონში
უკანასკნელ დღეებში განვითარებული პროცესების გამო შეშფოთებას გამოთქვამს - მათ შორის ახსენებს 25 დეკემბერს მომხდარ თავდასხმას, რასაც აფხაზეთის ორი წარმომადგენლის სიკვდილი მოჰყვა, და 26 დეკემბერს მესამე პირის მკვლელობას ქვემო გალში. მისია ამ, და ძალადობის ყველა სხვა აქტს გმობს, და კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ ამგვარი ძალადობა ორივე მხარის ინტერესებს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს - რომ აღარაფერი ვთქვათ გალის რაიონის მაცხოვრებლებსა და იძულებით გადაადგილებულ პირებზე. გაეროს მეთვალყურეთა მისია ორივე მხარეს მოუწოდებს, ითანამშრომლონ, დამნაშავეები გამოავლინონ, და დიალოგის გზით ვითარების შემდგომი ესკალაცია აიცილონ თავიდან. მისია ამ პროცესში დახმარების გაწევის მზადყოფნას გამოთქვამს.
XS
SM
MD
LG