Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გალის რაიონში შექმნილი ვითარების გამო


გალის რაიონში შექმნილი ვითარების გამო, სახელმწიფო

გალის რაიონში შექმნილი ვითარების გამო, სახელმწიფო
მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში მერაბ ანთაძე დახმარებას გაეროსა და ეუთოს წარმომადგენლებისგან ითხოვს. სახელმწიფო მინისტრი აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში მყოფ სამშვიდობო ძალებს კვლავ უმოქმედობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ რუსი მშვიდობისდამცველები მანდატით განსაზღვრულ ფუნქციას ვერ ასრულებენ. გალის მოვლენების გამო, საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს დღეს საგანგებო მიმართვა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საპარლამენტო კომისიამაც გაუგზავნა.
XS
SM
MD
LG