Accessibility links

logo-print

მოუწევს თუ არა მოსახლეობას რუსეთის გაზის პოლიტიკური ფასის გადახდა


მიუხედავად პრეზიდენტ სააკაშვილის არაერთი განცხადებისა, რომ რუსეთის გაზის პოლიტიკურ ფასს, 230 აშშ დოლარს, არ გადაიხდის, 2007 წლის 1 იანვრიდან საქართველო მაინც რუსული ბუნებრივი აირით გათბება.



როგორც ცნობილია, რუსეთის სახელმწიფო კომპანია ”გაზპრომმა” საქართველოში ექსპორტირებული 1000 კუბური მეტრი გაზის ღირებულება 110 აშშ დოლარიდან 235 დოლარამდე გაზარდა. საქართველოს მთავრობამ კი გადაწყვიტა გაძვირებული გაზის საფასურის სუბსიდირება მოახდინოს. მინდა გესაუბროთ იმის შესახებ, თუ როგორ აისახება ყოველივე ეს გაზის სამომხმარებლო ტარიფზე და მოუწევს თუ არა მოსახლეობას ბუნებრივი აირის პოლიტიკური ფასის გადახდა.

მიუხედავად უამრავი მოლაპარაკებისა, ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენიდან საქართველოში შაჰ-დენიზის ბუნებრივი აირის შემოსვლა გაურკვეველი ვადითაა გადადებული. აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო კომპანიის პრეზიდენტის როვნაგ აბდულაევის განცხადებით, შაჰ-დენიზის გაზის გადანაწილების შესახებ მოლაპარაკება 2007 წლის იანვარში კვლავ განახლდება. აბდულაევისვე თქმით, საქართველოს მიერ აზერბაიჯანში შეძენილი ბუნებრივი აირის ფასი, რომლის საერთო მოცულობა 500 მილიონ კუბურ მეტრამდე აღწევს, სავარაუდოდ, 120 აშშ დოლარი იქნება.

ექსპერტების შეფასებით, ეს მოცულობა ნაკლებად შეძლებს ორჯერ დიდი მოცულობის მქონე და 120 პროცენტით გაძვირებული რუსეთის გაზის დაბალანსებას. როგორც ცნობილია, საქართველოში მოქმედმა გაზგამანაწილებელმა და გაზის მომხმარებელმა კომპანიებმა რუსეთის სახელმწიფო კომპანია ”გაზპრომთან” ხელშეკრულებები გააფორმეს, საერთო ჯამში, ერთი მილიარდ 100 მილიონი კუბური მეტრი გაზის შესყიდვის შესახებ, 235 დოლარად.
.

[ლექსო ალექსიშვილის ხმა] ”პირველი იანვრიდან მოსახლეობისთვის არ გაძვირდება ტარიფი...”

ეს განცხადება საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლექსო ალექსიშვილმა 27 დეკემბერს, საქართველოს მთავრობის სხდომის დამთავრების შემდეგ, გააკეთა. მთავრობის სხდომაზე გადაწყდა, ენერგეტიკის სამინისტროს გაზის იმპორტიორი კომპანიების სუბსიდირებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 120 მილიონი ლარი გამოეყოს. კომპანიებმა - ისეთებმა, როგორიცაა, მაგალითად, ”ყაზტრანსგაზ - თბილისი” - სახელმწიფო სუბსიდია სესხის სახით უნდა აიღონ ამჟამად არსებული ტარიფის შესანარჩუნებლად. ეს სუბსიდია გაზგამანაწილებელმა კომპანიებმა სახელმწიფო ბიუჯეტს მას შემდეგ უნდა დაუბრუნონ, რაც საქართველოში შაჰ-დენიზის იაფფასიანი გაზი შემოვა, გაზის ტარიფი კი თანდათანობით მაინც გაიზრდება. ”ყაზტრანსგაზ - თბილისის” გენერალური დირექტორის გიორგი ქოიავას კომენტარი:

[გიორგი ქოიავას ხმა] ”გვინდა იყოს შეწონილი ტარიფი, რომ მოსახლეობამ ზამთრის თვეებში ვერ იგრძნოს ეს გაძვირება...”

ამ გეგმის განხორციელებით რომ გაზის ტარიფი უცვლელი არ დარჩება, ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე გიორგი თავაძეც ადასტურებს. მისი თქმით, ტარიფი უახლოესი ერთი თვის მანძილზე შეიცვლება, თუმცა ეს მოსახლეობისთვის მისაღები იქნება.

იმის გასარკვევად, თუ როგორ უყურებენ რიგითი თბილისელები გაზის სამომხმარებლო ტარიფის გაძვირებას, ქუჩაში გამვლელ მოქალაქეებს გავესაუბრე.

[მოქალაქეების ხმა]
XS
SM
MD
LG