Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის კომპანია ”აეროფლოტის” კუთვნილმა თვითმფრინავმა


რუსეთის კომპანია ”აეროფლოტის” კუთვნილმა თვითმფრინავმა,

რუსეთის კომპანია ”აეროფლოტის” კუთვნილმა თვითმფრინავმა,
რომელიც მოსკოვიდან ჟენევაში მიფრინავდა, ავარიული დაშვება განახორციელა პრაღაში. ამის მიზეზი ერთ-ერთი მგზავრის მიერ მოწყობილი დებოში გახდა. თვითმფრინავის მეორე პილოტმა, ანდრეი ლიტვინოვმა, "რადიო თავისუფლებას" უთხრა, რომ აგრესორი მთვრალი იყო:
[ლიტვინოვის ხმა]: ”მთვრალმა მგზავრმა თვითმფრინავის დასმა კაიროში, თუ სადღაც იმ მიმართულებით მოითხოვა. თვითმფრინავში ჩხუბი დაიწყო. ის აფეთქებით იმუქრებოდა. ბორტგამცილებლებმა, პირველი კლასის მგზავრებთან ერთად, მას წინააღმდეგობა გაუწიეს და გაკოჭეს. იძულებული გავხდით ფრენა ჟენევაში ჩასვლამდე შეგვეწყვიტა, და თვითმფრინავი პრაღაში დაგვესვა”. "რადიო თავისუფლების" კორესპონდენტის შეკითხვას მგზავრის ეროვნების შესახებ ბორტგამცილებელმა სტანისლავ მალინინმა ასე უპასუხა: [მალინინის ხმა]: ”უფრო აღმოსავლელი იყო, შეიძლება კავკასიელიც, შეიძლება ოსეთიდან. ჩემი პირადი შთაბეჭდილებით, ის აზიელი, [ან] სამხრეთელი იყო”. ინცინდენტისას არავინ დაშავებულა. თავდამსხმელი ჩეხეთის პოლიციამ დააკავა. თვითმფრინავი ჟენევისკენ მალე უნდა გაემგზავროს.
XS
SM
MD
LG