Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი რუსეთსა და ბელორუსიას მოუწოდებს, <br>


ევროკავშირი რუსეთსა და ბელორუსიას მოუწოდებს,

ევროკავშირი რუსეთსა და ბელორუსიას მოუწოდებს,

გადაჭრან გაზის საფასურის ირგვლივ შექმნილი უთანხმოება, რამაც შესაძლოა პრობლემები ევროკავშირის გაზით მომარაგების პროცესშიც შექმნას. ევროკავშირის ენერგეტიკის კომისარი, ანდრის პიებალგსი ამბობს, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის შესაძლოა 4 იანვარს, ბრიუსელში გაიმართოს შეხვედრა, სიტუაციის განხილვის მიზნით. ევროკომისიის წარმომადგენლის, ამადეუ ალტაფაი ტარდიოს თქმით, ”ამ ეტაპზე კრიზისული ვითარება არ არის” , და ევროკავშირის ზოგიერთ წევრ ქვეყანას გაზის საკმარისზე მეტი რეზერვი აქვს იმისათვის, რომ ნებისმიერ შეფერხებას გაუძლოს. ბელორუსია არ აპირებს დათმობას გაზპრომისთვის, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს, გაზის საფასური გაუძვიროს მეზობელ ქვეყანას. მინსკი აცხადებს, რომ თუკი გაზპრომი მას გაზით მომარაგებაში პრობლემებს შეუქმნის, იგი შეწყვეტს ევროპისთვის გაზის მიწოდებას. ევროპაში ექსპორტირებული რუსეთის გაზის დაახლოებით 20 პროცენტი დანიშნულების ადგილს სწორედ ბელორუსიის გავლით აღწევს. ბოლო მონაცემებით, ბელორუსიის პრემიერ მინისტრი, სერგეი სიდორსკი აცხადებს, რომ ბელორუსიასა და რუსეთს შორის გაზის ფასის ორგვლივ შექმნილი კონფლიქტი მალე მოგვარდება.
XS
SM
MD
LG