Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზოგიერთი წყაროს ინფორმაციით, გალის რაიონის


ზოგიერთი წყაროს ინფორმაციით, გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში ამჟამად სიმშვიდეა,

ზოგიერთი წყაროს ინფორმაციით, გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში ამჟამად სიმშვიდეა,
აფხაზური მილიციის ტყვეობაში მყოფ ქართველი ეროვნების პირთაგან უმრევლესობა უკვე გათავისუფლებულია, და ტყვეობაში მხოლოდ სამი პირი რჩება. სხვადასხვა მონაცემებით, აფხაზურ მილიციას 20-დან 50-მდე ქართველი ეროვნების ახალგაზრდა ჰყავდა დაკავებული. დღის პირველ დახევარში გალის ქართულმა ადმინისტრაციამ რაიონში არსებული ვითარების უკიდურესად დაძაბვაზე გააკეთა განცხადება. ადგილობრივი აფხაზური მილიციის რამდენიმე თანამშრომლის მკვლელობის შემდეგ, აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ რაიონის სოფლებში ორასწევრიანი შეიარაღებული რაზმი გაგზავნა. განსაკუთრებით რთული სიტუაცია სოფელ ოტობაიაში შეიქმნა, რომლის აფხაზური მილიციის უფროსის ალექსანდრე ხიშბას და გალის მილიციის უფროსის მოადგილის ოთარ ტურნანბას მკვლელობაში სოხუმი ქართულ სპეცსამსახურებს ადანაშაულებს. თავის მხრივ, გალის აფხაზურმა ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მილიცია მხოლოდ გეგმიურ შემოწმებას აწარმოებდა. შექმნილი ვითარების გამო, გალის რაიონის მოსახლეობის ნაწილმა საკუთარი სახლები დატოვა და თავი ტყეს შეაფარა.
XS
SM
MD
LG