Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორ მილიონამდე მუსულმანი მლოცველი შეიკრიბა


ორ მილიონამდე მუსულმანი მლოცველი შეიკრიბა საუდის არაბეთის ქალაქ მექაში ყოველწლიურ ჰაჯზე.

ორ მილიონამდე მუსულმანი მლოცველი შეიკრიბა საუდის არაბეთის ქალაქ მექაში ყოველწლიურ ჰაჯზე.
რელიგიური პროცესია მშვიდობიანად მიმდინარეობს. მექასა და მუსულმანების კიდევ ერთ წმინდა ადგილს, მედინას შორის, საველე საავადმყოფოებია მოწყობილი. მობილიზებულია თიათასობით მედიკოსი. ჰაჯი ხუთ დღეს გრძელდება. ხელისულფება უსაფრთხოების საგანგებო ზომებს ატარებს. გასულ წელს პანიკის შედეგად წარმოშობილ არეულობაში სამასამდე მლოცველი გაიჭყლიტა. არსებობს ტერაქტების საშიშროებაც. ითვლება, რომ ცოდვებისგან განსაწმენდად ყოველი მუსულმანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩავიდეს მექაში.
XS
SM
MD
LG