Accessibility links

საქართველოს პარლამენტმა 2007 წლის ბიუჯეტი


საქართველოს პარლამენტმა 2007 წლის ბიუჯეტი 150 ხმით 9 წინააღმდეგ დაამტკიცა.

საქართველოს პარლამენტმა 2007 წლის ბიუჯეტი 150 ხმით 9 წინააღმდეგ დაამტკიცა.
ბიუჯეტის განხილვისას რადიკალური განცხადებები გააკეთეს საპარლამენტო ოპოზიციის წევრებმა და განსაკუთრებული ყურადღება რეგიონებში არსებულ პრობლემებზე გაამახვილეს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა კი პირიქით, ბიუჯეტის დაბალანსებულ პარამეტრებზე ისაუბრეს და მთავრობას მადლობა გადაუხადეს. 2007 წლის ნაერთი ბიუჯეტის საპროგნოზო მაჩვენებელი 4 მილიარდ 293 მილიონი ლარით განისაზღვრა. ბიუჯეტის შემოსავლისა და გრანტების საპროგნოზო მაჩვნებელი 3 მილიარდ 703 მილიონი ლარია, საგადასახადო შემოსავლების საპროგნოზო მაჩვნებელი კი 17 %-ით იზრდება და 2 მილიარდ 968 მილიონ ლარს შეადგენს.
XS
SM
MD
LG