Accessibility links

logo-print

სომალიში ისლამისტმა მეამბოხეებმა დაკარგეს თავიანთი


სომალიში ისლამისტმა მეამბოხეებმა დაკარგეს თავიანთი უკანასკნელი საყრდენი პუნქტი

სომალიში ისლამისტმა მეამბოხეებმა დაკარგეს თავიანთი უკანასკნელი საყრდენი პუნქტი
- ქვეყნის სამხრეთში მდებარე ქალაქი კისმაიო. კვირას ქალაქის მისადგომებთან გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობდა. შეტაკებების ბედი გადაწყვიტა მეზობელმა ეთიოპიამ, რომელმაც ჯარები გაგზავნა სომალის მთავრობის დასახმარებლად. ეთიოპიამ, რომლის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ქრისტიანები შეადგენენ, მიიჩნია, რომ ისლამისტები, რომლებიც ზოგიერთი მონაცემით, ალ-ყაიდასთან არიან კავშირში, მის ეროვნულ უსაფრთხოებას ემუქრებიან. მეამბოხეებს წინადადება მისცეს, პარასკევამდე მთლიანად განიარაღდნენ.
XS
SM
MD
LG