Accessibility links

logo-print

ახალ წელს მთელ მსოფლიოში ფოიერვერკებითა


ახალ წელს მთელ მსოფლიოში ფოიერვერკებითა და მეჯლისებით შეხვდნენ.

ახალ წელს მთელ მსოფლიოში ფოიერვერკებითა და მეჯლისებით შეხვდნენ.
2007 წლის დადგომა თავის ხალხს მიულოცა მსოფლიოს მრავალმა ლიდერმა, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. საგანგებოდ შეხვდნენ ახალ წელს რუმინეთსა და ბულგარეთში, რომლებიც პირველი იანვრიდან ევროპის კავშირის წევრები გახდნენ. "ჩვენ ევროპელები ვართ. მადლობას ვუხდით ევროკავშირს, ვინაიდან ის ძალიან კარგად მოგვექცა. ბედნიერ ახალ წელს ვუსურვებ ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას". ეს გახლდათ ბუქარესტის ერთ-ერთი მკვიდრი. რუმინეთის პრეზიდენტმა ტრაიან ბაცესკუმ ბუქარესტში შეკრებილ ხალხს უთხრა, რომ ისინი "ევროპაში ჩავიდნენ". ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში შეკრებილმა ხალხმა ევროპის კავშირის ჰიმნი იმღერა. პრეზიდენტ გიორგი პურვანოვის თქმით, ეს ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა.
XS
SM
MD
LG