Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდონეზიის ხელისუფლებამ უარყო ცნობები იმის


ინდონეზიის ხელისუფლებამ უარყო ცნობები იმის თაობაზე, რომ ნაპოვნია

ინდონეზიის ხელისუფლებამ უარყო ცნობები იმის თაობაზე, რომ ნაპოვნია
გუშინ კუნძულ სულავესიზე ჩამოვარდნილი სამგზავრო თვითმფრინავის ნამსხვრევები. უცნობია აგრეთვე მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრთა ბედი. ადრე ავიალაინერის მეპატრონე ავიაკომპანია "ადამ ერის" წარმომადენელმა განაცხადა, რომ კატასტროფის შედეგად დაიღუპა 90 ადამიანი და 12 გადარჩა. მისი სიტყვებით, ბოინგ 737-ის ნამსხვრევები დღეს იპოვეს ინდონეზიის კუნძულ სულავესის მთებში. ავიალაინერი, რომელიც იავიდან სულავესის მიმართულებით ასრულებდა რეისს, ორშაბათს ქარიშხლიან ამინდში გაქრა რადარების ეკრანებიდან.

XS
SM
MD
LG