Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პრეზიდენტის განცხადებით, მისი ქვეყანა


ირანის პრეზიდენტის განცხადებით, მისი ქვეყანა მალე შეუდგება სამრეწველო სექტორისთვის ბირთვული საწვავის დამზადებას.

ირანის პრეზიდენტის განცხადებით, მისი ქვეყანა მალე შეუდგება სამრეწველო სექტორისთვის ბირთვული საწვავის დამზადებას.
როგორც მაჰმუდ აჰმადინეჟადმა დასავლეთ ირანში მდებარე ხუზესტანის პროვინციაში გამოსვლისას დასძინა, ირანი არ დაემორჩილება ზეწოლას, რომელიც მისი ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ არის მიმართული. გაეროს უშიშრეობის საბჭო გასულ თვეში მიემხრო გარკვეულ სანქციებს ირანის წინააღმდეგ ამ ქვეყნის უარის გამო, შეწყვიტოს ურანის გამდიდრება. ირანი ირწმუნება, რომ მისი ბირთვული პროგრამა მშვიდობიან მიზნებს ემსახურება, მაგრამ დასავლეთის ქვეყნები შიშობენ, რომ თეირანი სინამდვილეში ატომური იარაღის შექმნას აპირებს.
XS
SM
MD
LG