Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი მიესალმა რუსეთ-ბელორუსიის შეთანხმებას, რომელიც


ევროკავშირი მიესალმა რუსეთ-ბელორუსიის შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს რუსეთის ბუნებრივი აირის ფასის გაორმაგებას,

ევროკავშირი მიესალმა რუსეთ-ბელორუსიის შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს რუსეთის ბუნებრივი აირის ფასის გაორმაგებას,
მაგრამ უზრუნველყოფს ბუნებრივი აირის უწყვეტ ექსპორტს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში - პოლონეთში, ლიტვასა და გერმანიაში. ევროკომისიის პრეს-მდივან ფერან ტარადელას ესპუნის განცხადებით, ევროკავშირის წარმომადგენელთა შეხვედრაზე ბრიუსელში ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს: [ესპუნის ხმა] “გაზის რეზერვები დიდია. მაგრამ ამ ზამთარში რუსეთ-ბელორუსიის და შარშანდელ ზამთარში რუსეთ-უკრაინის კრიზისის შემდეგ, ევროკავშირის წევრმა ყველა სახელმწიფომ აღნიშნა, რომ აუცილებელია ყველა წევრი ქვეყნის ახლო თანამშრომლობა და ერთმანეთთან სოლიდარობა, ზოგადად, ენერგომომარაგების სფეროში”. ევროკომისიის პრეს-მდივანი რუსეთსა და ბელორუსიას შორის ნავთობზე უთანხმოების საკითხსაც შეეხო და დასძინა, რომ ამ დაპირისპირებამ არ უნდა დააბრკოლოს ბელორუსიის ტერიტორიის გავლით რუსეთის ნავთობის ექსპორტი ევროკავშირში.
XS
SM
MD
LG