Accessibility links

logo-print

აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაში უმრავლესობას


აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაში უმრავლესობას დემოკრატები შეადგენენ - პირველად ბოლო 12 წლის მანძილზე.

აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაში უმრავლესობას დემოკრატები შეადგენენ - პირველად ბოლო 12 წლის მანძილზე.
დღეს კონგრესი ახალი შემადგენლობით შეიკრიბა 2006 წლის ნოემბრის არჩევნების შედეგების შესაბამისად. ამდენად, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს პირველად უწევს თანამშრომლობა დემოკრატების კონტროლს დაქვემდებარებულ ორივე პალატასთან. დემოკრატებს კი პირობა აქვთ დადებული, რომ მიმართავენ ზომებს ერაყიდან ამერიკის ჯარების ეტაპობრივი გაყვანისთვის და შეეცდებიან შეერთებულ შტატებში მდიდრებს და ღარიბებს შორის მზარდი ნაპრალის შემცირებას. სენატში მის წევრთა ერთგულების ფიცის დადების ცერემონიას აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი დიკ ჩეინი გაუძღვა. წარმომადგენელთა პალატამ კი (პირველად აშშ-ის ისტორიაში) ქალი აირჩია თავმჯდომარედ: დემოკრატი კონგრესმენი ნენსი პელოსი.
XS
SM
MD
LG