Accessibility links

logo-print

ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის განცხადებით


ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის განცხადებით,

ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის განცხადებით,
პაკისტანთან მისი ქვეყნის ურთიერთობა ბოლო წლის მანძილზე გაუარესდა. ეს შეფასება კარზაიმ ქაბულში პაკისტანის პრემიერ-მინისტრ შაუკატ აზიზთან შეხვედრის შემდეგ გამოთქვა: [კარზაის ხმა] “სამწუხაროდ, უთანხმოება ავღანეთ-პაკისტანის ურთიერთობაში კი არ მცირდება, არამედ მატულობს. მართლაც დასანანია, რომ ორი მეზობელი ქვეყნის, ორი - ერთმანეთისთვის ძალიან ახლობელი ქვეყნის ურთიერთობა ნდობის დეფიციტს განიცდის”. კარზაიმ კიდევ ერთხელ გამოთქვა უარყოფითი დამოკიდებულება პაკისტანის გეგმისადმი, საზღვარზე კედელი ააგოს და მიმდებარე ტერიტორია დანაღმოს საზღვრის დაცვის გასაუმჯობესებლად.
XS
SM
MD
LG