Accessibility links

logo-print

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა


აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა დღეს სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობაზე

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა დღეს სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობაზე
სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის დირექტორი ჯონ ნეგროპონტეს დაასახელა. მას თანამდებობაზე შეცვლის გადამდგარი ადმირალი მაიკ მაკკონელი, რომელიც სახელმწიფო უშიშროების სააგენტოს ხელმძღვანელობდა.
პრეზიდენტმა დაახასიათა ნეგროპონტე.
(ბუშის ხმა)
“ჯონ ნეგროპონტე მდიდარი გამოცდილების, ფხიზელი განსჯის უნარის და ერაყში ტერორიზმთან ბრძოლის გამოცდილების გამო სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობაზე შესანიშნავი კანდიდატია. მე დარწმუნებული ვარ ამ თანამდებობაზე მასთან თანამშრომლობის წარმატებაში”.
დღესვე გამოცხადდა, რომ ჯორჯ ბუშმა სახელმწიფო ბირთვული იარაღის პროგრამის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად დაასახელა ტომას დ’აგოსტინო, რომელიც ბირთვული უშიშროების სახელწიფო ადმინისტრაციის თავდაცვის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილედ მუშაობს.


ეს ცვლილებები ნაწილია იმ მაღალი რანგის საკადრო გადაადგილებისა, რომელესაც პრეზიდენი ბუში ახორცილებს, როგორც იუწყებიან, ერაყში ახალი სტრატეგიის გეგმის ჩარჩოებში. ბუში დაასახელებს ასევე ოკეანის გამოღმა აშშ-ის სამეთაურო ცენტრის მთავარსარდლებს, რომლებიც ავღანეთსა და ერაყში სამხერო ოპერაციებს უხელმძღვანელებენ, ასევე ერაყში ჯარების მეთაურს. მოელიან, რომ ბუში ამის თაობაზე განაცხადებს მომავალ კვირაში.
XS
SM
MD
LG