Accessibility links

logo-print

დიდი მსხვერპლი მოჰყვა ერაყში დღეს


დიდი მსხვერპლი მოჰყვა ერაყში დღეს მომხდარ ძალადობის შემთხვევებს.

დიდი მსხვერპლი მოჰყვა ერაყში დღეს მომხდარ ძალადობის შემთხვევებს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის ჯარმა ბაღდადში მომხდარი შეტაკებისას 30 ექსტრემისტი მოკლა. ამასთან, პოლიცია აცხადებს, რომ დღეს 27 ადამიანის გვამს მიაგნო. ყველა ცხედარს წამების კვალი ატყვია. ბაღდადში მომხდარ სხვა თავდასხმებს კიდევ ექვსი ადამიანი შეეწირა, ქალაქ ჰილაში ორი ადამიანი დაიღუპა. პარალელურად, ქალაქ სამარაში, შიიტების სალოცავთან ასობით სუნიტმა არაბმა საპროტესტო აქცია გამართა. სუნიტები სადამ ჰუსეინის სიკვდილით დასჯას აპროტესტებდნენ.
XS
SM
MD
LG