Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში გაეროს მეთვალყურეთა მისია გმობს


საქართველოში გაეროს მეთვალყურეთა მისია გმობს

საქართველოში გაეროს მეთვალყურეთა მისია გმობს
5 იანვარს სოფელ განმუხურთან ქართულ საგუშაგოზე თავდასხმას, რასაც ერთი ქართველი პოლიციელის სიკვდილი, და კიდევ ერთის დაჭრა მოჰყვა. მისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს 25, და 26 დეკემბერს გალის რაიონში მომხდარი მკვლელობების შემდეგ ძალადობის მესამე შემთხვევაა. გაეროს მეთვალყურეთა მისია კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ პირები, რომლებმაც ეს დანაშაულები ჩაიდინეს, მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარსდგნენ. მისია ორივე მხარეს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს, და დიალოგის წარმოების პროცესში დახმარების მზადყოფნას კიდევ ერთხელ გამოთქვამს. განცხადებაში აგრეთვე აღნიშნულია, რომ არასტაბილური ვითარების გამო, მისიამ კონფლიქტის ზონაში პარტულირების სიხშირე და რაოდენობა გაზარდა. რეგიონში სტაბილურობის დასამყარებლად, და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად, მისია კვლავაც აქტიურად იმუშავებს.
XS
SM
MD
LG