Accessibility links

logo-print

საქართველოს გარდა, შობის დღესასწაულს მართლმადიდებლები


საქართველოს გარდა, შობის დღესასწაულს მართლმადიდებლები

საქართველოს გარდა, შობის დღესასწაულს მართლმადიდებლები
დღეს ბევრ სხვა ქვეყანაშიც აღნიშნავენ - იქნება ეს რუსეთი, უკრაინა, ეთიოპია, თუ სერბია. მოსკოვში, კათედრალურ ტაძარში წუხელ გამართულ საზეიმო წირვას ხუთი ათასი მორწმუნე დაესწრო. მსახურებას პატრიარქი ალექსეი მეორე უძღვებოდა. ხუთსაათიანი წირვა ტელევიზიითაც გადაიცა. რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, წირვას მოსკოვის გარეთ მდებარე მონასტერში დაესწრო. საშობაო წირვას სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული მართლმადიდებლები იესო ქრისტეს დაბადების ადგილად მიჩნეულ ქალაქ ბეთლემშიც დაესწრნენ. ბეთლემის წმინდა ადგილები ტურისტებმა და მომლოცველებმა მოინახულეს - თუმცა, გავრცელებული ცნობებით, გასულ წლებთან შედარებით წელს ბეთლემში ბევრად ნაკლები მომლოცველი ჩავიდა სხვა ქვეყნებიდან.
XS
SM
MD
LG