Accessibility links

მაკედონიაში დღეს პოლიციამ დაახლოებით 400


მაკედონიაში დღეს პოლიციამ დაახლოებით 400 კილოგრამ ნარკოტიკულ

მაკედონიაში დღეს პოლიციამ დაახლოებით 400 კილოგრამ ნარკოტიკულ
ნივთიერება კოკაინს მიაგნო. პოლიციის ინფორმაციით, კოკაინი სატვირთო მანქანაში იყო დამალული, რომელიც მაკედონიის საზღვრის გადალახვას კოსოვოდან ცდილობდა. პოლიცია თვლის, რომ კოკაინი ვენესუელიდან ჩერნოგორიის გავლით საბერძნეთში მიჰქონდათ. დააპატიმრეს სატვირთო მანქანის მძღოლი. ამოღებული კოკაინის ფასი დაახლოებით 50 მილიონი ამერიკული დოლარია. ჩერნოგორია, კოსოვო და მაკედონია ევროკავშირში ნარკოტიკების შეტანის პროცესში ბალკანეთის მთავარ მარშრუტს წარმოადგენენ.
XS
SM
MD
LG