Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის ყოფილი ხელმძღვანელობის სასამართლო პროცესი


ერაყის ყოფილი ხელმძღვანელობის სასამართლო პროცესი განახლდა.

ერაყის ყოფილი ხელმძღვანელობის სასამართლო პროცესი განახლდა.
ბრალდებულებს, ექვს პირს, ერაყელი ქურთების გენოციდში ედებათ ბრალი. პროცესი გაგრძელდა ერაყის ყოფილი პრეზიდენტის სადამ ჰუსეინის გარეშე, ის 9 დღის წინ ჩამოახრჩვეს კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის გამო. ბაათის პარტიის ექვს წევრს ქურთთა მასობრივ ხოცვა ჟლეტაში ედებათ ბრალი 80-იან წლებში. ბრალდებულთა შორისაა ჰუსეინის ბიძაშვილი “ქიმიურ ალიდ” წოდებული ჰასან ალ- მაჯიიდი.
XS
SM
MD
LG