Accessibility links

logo-print

ევროპის კავშირის აღმასრულებელმა ორგანომ, ევროპის


ევროპის კავშირის აღმასრულებელმა ორგანომ, ევროპის კომისიამ დღეს განაცხადა,

ევროპის კავშირის აღმასრულებელმა ორგანომ, ევროპის კომისიამ დღეს განაცხადა,
რომ რუსეთსა და ბელორუსიას შორის ნავთობის თაობაზე დავა გავლენას ახდენს ცენტრალური და დასავლეთი ევროპის რიგ ქვეყნებზე. ევროკომისიამ მიუღებელი უწოდა იმას, რომ იგი არ გაუფრთხილებიათ ბელორუსიის გავლით ნავთობსადენ "დრუჟბის" მეშვეობით ნავთობის მიწოდების შეფერხების თაობაზე. ევროკომისია მოითხოვს, რომ ნავთობის ტრანსპორტირება დაუყოვნებლივ უნდა აღდგეს. "ევროკომისიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუღებელია, რომ ენერგიის მომწოდებელი და ტრანზიტული ქვეყნები პარტნიორებს არ ატყობინებენ გადაწყვეტილებების თაობაზე, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ექსპორტზე. ევროკავშირის კომისარმა ენერგიის საკითხებში, ანდრის პიებალგსმა ორივე მხარეს მოუწოდა, რომ სწრაფად გამონახონ ორივე მხარისთვის მისაღები გზა და დაუყოვნებლივ განაახლონ ევროპის კავშიის ქვეყნებისთვის ნავთობის მიწოდება," თქვა ევროკავშირის წარმომადგენელმა ფერან ტარადელას ესპუნიმ.

XS
SM
MD
LG