Accessibility links

logo-print

საფრანგეთმა მოუწოდა შეერთებულ შტატებს, 2008


საფრანგეთმა მოუწოდა შეერთებულ შტატებს, 2008 წლის ბოლომდე ჯარები გაიყვანოს ერაყიდან.

საფრანგეთმა მოუწოდა შეერთებულ შტატებს, 2008 წლის ბოლომდე ჯარები გაიყვანოს ერაყიდან.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ფილიპ დუსტ-ბლაზის თქმით, ჯარების გაყვანის ზუსტი ვადების დადგენა ერთადერთი გზაა ერაყელების დასარწმუნებლად, რომ მთლიანად საკუთარ თავზე აიღონ ქვეყანაში უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ბაღდადიდან იტყობინებიან მეამბოხეებსა და სამთავრობო ჯარებს შორის მწვავე შეტაკებების შესახებ ქალაქის ცენტრში. საბრძოლო მოქმედებები, რომელშიც ამერიკის სამხედრო ქვედანაყოფებმაც მიიღეს მონაწილეობა, დაიწყო არმიის საკონტროლო პუნქტზე მეამბოხეთა თავდასხმის შედეგად. მოკლულია 50 მეამბოხე, 20-მდე ადამიანი დააპატიმრეს. როგორც ვარაუდობენ, ხვალ შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ერაყში ამერიკის ახალ სტრატეგიას გამოაცხადებს.
XS
SM
MD
LG