Accessibility links

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ხელი მოაწერა


პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ხელი მოაწერა კანონს "საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ".

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ხელი მოაწერა კანონს "საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ".
შესაბამისად, ძალაში შევიდა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც პარლამენტმა გასული წლის მიწურულს დაამტკიცა. მთავარი საკითხებია სასამართლო რეფორმა და საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ერთდროულად ჩატარება. როგორც პრეზიდენტმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით: [მიხეილ სააკაშვილის ხმა] "ამ საკონსტიტუციო ცვლილებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა საქართველოს სასამართლო ხელისუფლების გასაძლიერებლად, პირველ რიგში. რადიკალურად შემცირდა პრეზიდენტის ხელისუფლება და მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ პრეზიდენტის შეტანილი კანონით შემცირდა საქართველოს პრეზიდენტის ხელისუფლება. საქართველოს პრეზიდენტი აღარ ნიშნავს, აღარ ათავისუფლებს მოსამართლეებს და აღარ იღებს მონაწილეობას იუსტიციის საბჭოს მუშაობაში". პრეზიდენტმა დასძინა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებით, 2008 წელს ერთდროულად ჩატარდება საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, ასევე ადგილობრივი არჩევნები აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. პრეზიდენტის შეფასებით, კონსტიტუციას დემოკრატიზაციის კუთხით ფუნდამენტური დახვეწა სჭირდება და ამტომ საკონსტიტუციო რეფორმაზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს. უნდა შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც უახლოეს წლებში დაწერს ახალ კონსტიტუციას.
XS
SM
MD
LG