Accessibility links

ერაყის პოლიციის ცნობით, შეიარაღებული პირები


ერაყის პოლიციის ცნობით, შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ ქალაქ ქარბალაში მექიდან დაბრუნებულ მლოცველებს

ერაყის პოლიციის ცნობით, შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ ქალაქ ქარბალაში მექიდან დაბრუნებულ მლოცველებს
და მოკლეს, სულ ცოტა, 8 მათგანი. დაჭრილია 14 ადამიანი. დღეს კიდევ 4 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა მეამბოხეების სხვა იერიშებმა. ერაყის ჯარებმა კი ჩაკეტეს ქუჩები ბაღდადის ცენტრში - იმ ადგილას, სადაც სუნიტი მეამბოხეების დასაყრდენი მდებარეობს. ეს ზომა მოჰყვა გუშინდელ შეტაკებას, რომლის შედეგად, სულ ცოტა, 50 მეამბოხე იქნა მოკლული. ამასობაში, აშშ-ის სამხედრო წყაროებმა გაავრცელეს ინფორაცია ერაყში ძალადობის შედეგად კიდევ სამი ამერიკელი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ. სამივე სამშაბათს იქნა მოკლული სხვადასხვა ინციდენტის დროს.
XS
SM
MD
LG