Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა, ერაყთან დაკავშირებით

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა, ერაყთან დაკავშირებით
შემუშავებული ახალი სტრატეგია გამოაცხადა. სტრატეგიის ერთ-ერთი კომპონენტი ერაყში ვითარების სტაბილიზაციის მიზნით კიდევ 21,500 ამერიკელი ჯარისკაცის გაგზავნაა. ბუშის მიერ თეთრი სახლში წარმოთქმული სიტყვა ტელევიზიით გადაიცა. გამოსვლაში ბუშმა ერაყში ახლა არსებულ ვითარებას ”მიუღებელი” უწოდა. მისი აღიარებით, შეცდომა იყო ის, რომ აქამდე იქ უფრო მეტი ჯარი არ გაიგზავნა. ბუშის თქმით, ჯარი, რომელიც ერაყში ახლა გაიგზავნება, თითქმის მთლიანად ბაღდადში იქნება დისლოცირებული, და ერაყის ძალებს ქვეყანაში უსაფრთხოების დამყარებაში, და მეამბოხეებთან ბრძოლაში გაუწევს დახმარებას. ამ ეტაპზე ერაყში შეერთებული შტატების დაახლოებით 130, 000 ჯარისკაცი ყავს გაგზავნილი. ბუშის თქმით, ერაყში უსაფრთხოების დამყარების საქმეში წარუმატებლობა მძიმე შედეგებს მოიტანს: [ბუშის ხმა]: "ახლა უკან დახევა გამოიწვევდა ერაყის მთავრობს ჩამოგდებას, ქვეყნის დაშლას ნაწილებად და წარმოუდგენელი მასშტაბის მკვლელობებს. მოვლენათა ასეთი განვითარება ჩვენს ჯარებს აიძულებს, კიდევ უფრო მეტ ხანს დარჩნენ ერაყში და წინ აღუდგნენ მტერს, რომელიც კიდევ უფრო სახიფათო იქნება."
ოპოზიციური დემოკრატიული პარტიის ლიდერებმა ბუშის გამოსვლის პასუხად კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ ეწინააღმდეგებიან ჯარის რაოდენობის გაზრდას - რასაც ისინი ომის ესკალაციად აფასებენ.
XS
SM
MD
LG