Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯორჯ ბუშის ინიციატივას ერაყში დამატებით


ჯორჯ ბუშის ინიციატივას ერაყში დამატებით 20 ათასზე მეტი

ჯორჯ ბუშის ინიციატივას ერაყში დამატებით 20 ათასზე მეტი
ჯარისკაცის გაგზავნის თაობაზე უკვე მოჰყვა საერთაშორისო გამოხმაურება. ერაყის მთავრობის წარმომადგენელი, ალი ალ-დაბაღი აცხადებს, რომ ჯარის რაოდენობის გაზრდა ერაყის ინტერესებში შედის. ბუშის გადაწყვეტილება დადებითად შეაფასეს ბრიტანეთმა და ავსტრალიამ - თუმცა განაცხადეს, რომ თვითონ მეტ ჯარს არ გამოყოფენ ერაყში გასაგზავნად. ევროკავშირი კი აცხადებს, რომ ერაყში ვითარების სტაბილიზაციისთვის ამის გარდა, სხვა ნაბიჯების გადადგმაც აუცილებელია. პარალელურად, ირანი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ერაყის კიდევ უფრო მეტად დესტაბილიზაციას გეგმავს.
XS
SM
MD
LG