Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიის მხრიდან რუსულ ნავთობზე სატრანზიტო


ბელორუსიის მხრიდან რუსულ ნავთობზე სატრანზიტო გადასახადის

ბელორუსიის მხრიდან რუსულ ნავთობზე სატრანზიტო გადასახადის
მოხსნის შემდეგ, რუსეთმა განაახლა ევროპაში ნავთობის მიწოდება. რუსეთსა და ბელორუსიას შორის წარმოქმნილი უთანხმოების გამო ევროპის რამდენიმე ქვეყანაში რუსული ნავთობის მიწოდება სამი დღის განმავლობაში განიცდიდა შეფერხებას. ბელორუსიის მთავრობამ სატრანზიტო გადასახადის გაუქმება 10 იანვარს, სხდომაზე გადაწყვიტა. მთავრობის სხდომას წინ უსწრებდა სატალეფონო საუბარი რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმირ პუტინს, და ბელორუსიის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკას შორის. ბელორუსიის პრემიერ მინისტრი, სერგეი სიდორსკი, შეთანხმებაზე მოლაპარაკების გამართვის მიზნით დღეს მოსკოვში ჩავიდა.
XS
SM
MD
LG