Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის პრემიერ მინისტრი, ეჰუდ ოლმერტი


ისრაელის პრემიერ მინისტრი, ეჰუდ ოლმერტი, ჩინეთში სამდღიან

ისრაელის პრემიერ მინისტრი, ეჰუდ ოლმერტი, ჩინეთში სამდღიან
ოფიციალურ ვიზიტს ამთავრებს. დღეს ის ჩინეთის პრეზიდენტს, ჰუ ძინტაოს შეხვდა. ოლმერტის განცხადებით, ჰუ ძინტაომ ,მასთან საუბარში აღნიშნა, რომ ჩინეთი ირანში ატომური იარაღის შექმნას ეწინააღმდეგება. ირანის ატომური იარაღით აღჭურვის შესაძლებლობას ისრაელი თავისი არსებობისთვის საფრთხედ აღიქვამს. ჩინეთმა, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია, გასულ თვეში მხარი დაუჭირა ირანისთვის სანქციების დაწესების თაობაზე რეზოლუციის მიღებას. სანქციების დაწესების მიზეზი იყო ირანის უარი, შეეწყვიტა ურანის გამდიდრების პროცესი.
XS
SM
MD
LG