Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანმა უარყო აშშ-ის ბრალდება, თითქოს


პაკისტანმა უარყო აშშ-ის ბრალდება, თითქოს თავშესაფარს აძლევდეს "ალ-ყაიდის" ლიდერებს.

პაკისტანმა უარყო აშშ-ის ბრალდება, თითქოს თავშესაფარს აძლევდეს "ალ-ყაიდის" ლიდერებს.
პაკისტანის სამხედრო პრეს-მდივნის განცხადებით, აშშ-ს პაკისტანისთვის არ მიუწოდებია მსგავსი ინფორმაცია. ბრალდება, რომ პაკისტანი ალ-ყაიდის ხელმძღვანელებს იკედლებს, გუშინ გამოთქვა აშშ-ის დაზვერვის სამსახურის უფროსმა, ჯონ ნეგროპონტემ ვაშინგტონში აშშ-ის სენატის კომიტეტის წინაშე გამოსვლისას: [ნეგროპონტეს ხმა] “(ალ-ყაიდას)მჭიდრო საქმიანი კავშირები და ურთიერთობა აქვს: ეს კავშირები პაკისტანში "ალ-ყაიდის" ლიდერების საიმედო თავშესაფრიდან წვდება პატნიორებს ახლო აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ აფრიკასა და ევროპაში”. ნეგროპონტე მალე უნდა შეუდგეს მუშაობას ახალ პოსტზე - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილედ. ამასობაში, სახელმწიფო მდივნის თანაშემწე რიჩარდ ბაუჩერი ისლამაბადში შეხვდა პაკისტანის პრეზიდენტ ფერვეზ მუშარაფს რეგიონში უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მოსალაპარაკებლად.
XS
SM
MD
LG