Accessibility links

ათენში დღეს დილას რაკეტა ესროლეს


ათენში დღეს დილას რაკეტა ესროლეს აშშ-ის საელჩოს. როგორც იუწყებიან, არავინ დააშვებულა.

ათენში დღეს დილას რაკეტა ესროლეს აშშ-ის საელჩოს. როგორც იუწყებიან, არავინ დააშვებულა.
ერთი ვერსიით, რომელსაც პოლიცია იძიებს, თავდასხმა განახორციელა მემარცხენე პარტიზანულმა ჯგუფმა "რევოლუციურმა ბრძოლამ", რომელსაც ბოლო წლებში სხვა იერიშებიცა აქვს მოწყობილი. საბერძნეთში აშშ-ის ელჩ ჩარლზ რაიესის თქმით, იერიშის მომენტში შენობაში ხალხი იყო, მაგრამ არავინ დაშავებულა: [ჩარლზ რაიესის ხმა] “მე თვითონ იქ არ ვყოფილვარ. დანაშაულის ადგილი თვით საელჩოა, პოლიცია მომხდარს იძიებს და სამხილებს აგროვებს. ჩემი მიზანია, საელჩო რაც შეიძლება მალე გაიხსნას”. რაკეტა, რომელიც აშშ-ის საელჩოს, როგორც ჩანს, იქვე მდებარე შენობიდან ესროლეს, აცდა საელჩოს ემბლემას და მესამე სართულის ტუალეტში შევარდა.
XS
SM
MD
LG