Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფეხბურთის სუპერვარსკვლავ დევიდ ბეკჰემის შესახებ


ფეხბურთის სუპერვარსკვლავ დევიდ ბეკჰემის შესახებ ცნობას

ფეხბურთის სუპერვარსკვლავ დევიდ ბეკჰემის შესახებ ცნობას
ფართო გამოხმაურება მოჰყვა სპორტულ სამყაროში. ბეკჰემი და მისი ასევე ცნობილი მეუღლე ჰოლივუდში დასახლებას აპირებენ. ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა განაცხადა, რომ ივნისში ტოვებს კლუბ მადრიდის "რეალს" და ითამაშებს ლოს-ანჯელესის "გალაქსიში". 31 წლის ბეკჰემს, ცნობების თანახმად, 250 მილიონი დოლარის კონტრაქტი აქვს გაფორმებული. [ბეკჰემის ხმა] “არ მინდა, ამერიკაში 34 წლისა წავიდე და ხალხმა თქვას “ხოო, იქ მარტო ფულის საკეთებლად მიდისო.” იქ საამისოდ არ მივდივარ. მივდივარ იმედით, რომ განვავითარებ კლუბს და გუნდს, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს. ვფიქრობ, ეს არის ის, რაც მიზიდავს”. იუწყებიან ასევე, რომ ბეკჰემის მეუღლეს - ყოფილ პოპ-ვარსკვლავ ვიქტორია ბეკჰემს - თავისი შოუ ექნება და შეასრულებს როლს ახალ ფილმში კინოვასკვლავ ტომ კრუსის მონაწილეობით.
XS
SM
MD
LG