Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მანუჩერ


ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მანუჩერ მოტაკიმ,

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მანუჩერ მოტაკიმ,
დღეს ერაყს მოუწოდა, გაათავისუფლოს ის ხუთი ირანელი ოფიციალური პირი, რომლებიც ერაყში შეერთებული შტატების ძალებმა დააპატიმრეს. ამასთან, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის ერაყელ კოლეგას სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ ერაყში ამერიკის ”უკანონო ქმედებები” უნდა შეწყდეს. ხუთშაბათის ღამით ერაყის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ არბილში, ერთ-ერთი ოფისის რეიდისას შეერთებული შტატების ძალებმა 6 ირანელი დააკავეს. მათგან ერთი გათავისუფლებულია. ”ნიუ იორკ ტაიმსში” გამოქვეყნებული ცნობის მიხედვით, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, კონდოლიზა რაისი აცხადებს, რომ არბილში განხორციელებული რეიდი პრეზიდენტ ბუშის ბრძანების საფუძველზე შედგა.
XS
SM
MD
LG