Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პრეზიდენტი, მაჰმუდ აჰმადინეჟადი, დღეს


ირანის პრეზიდენტი, მაჰმუდ აჰმადინეჟადი, დღეს ვენესუელაში ჩავიდა.

ირანის პრეზიდენტი, მაჰმუდ აჰმადინეჟადი, დღეს ვენესუელაში ჩავიდა.
ის პრეზიდენტ უგო ჩავესთან გამართავს მოლაპარაკებას. აჰმადინეჟადი ბოლოს ვენესუელაში სექტემბრის ბოლოს იყო - მაშინ მან ჩავესს ”ძმა” უწოდა. აჰმადინეჟადი და ჩავესი შეერთებული შტატების მისამართით ხშირად აკეთებენ მტრულ განცხადებებს, და აცხადებენ, რომ ირანსა და ვენესუელას შორის ალიანსი იქმნება. უგო ჩავესი მხარს უჭერს ირანის მთავრობის ატომური ტექნოლოგიის პროგრამას. სავარაუდოდ, აჰმადინეჟადი და ჩავესი ვაჭრობის სფეროში ახალ შეთანხმებას გააფორმებენ.
XS
SM
MD
LG