Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ნიკოლა


საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ნიკოლა სარკოზი ოფიციალურად არის წარდგენილი

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ნიკოლა სარკოზი ოფიციალურად არის წარდგენილი
პრეზიდენტობის კანდიდატად. 51 წლის სარკოზის კანდიდატურას ინტერნეტის მეშვეობით მოწყობილ კენჭისყრაში დაუჭირა მხარი მემარჯვენე-ცენტრისული პარტიის, "ეროვნული მოძრაობის კავშირის" წევრთა 69 პროცენტმა. სარკოზი ამ პარტიის ლიდერია. საფრანგეთის პრეზიდენტი ჟაკ შირაკი და პრემიერ-მინისტრი დომინიკ დე ვილპენი, რომლებიც აგრეთვე არიან ამ პარტიის წევრები, კენჭისყრაში არ მონაწილეობდნენ. შირაკი იმ მიტინგზეც კი არ მივიდა, რომელზეც სარკოზი წინასაარჩევნო პროგრამით გამოვიდა. მანამდე პრეზიდენტობის კანდიდატი დაასახელა საფრანგეთის სოციალისტურმა პარტიამ. ეს არის სეგოლენ რუალი. საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები აპრილის ბოლოს გაიმართება.

XS
SM
MD
LG