Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანისა და ვენესუელის პრეზიდენტებმა, მაჰმუდ


ირანისა და ვენესუელის პრეზიდენტებმა, მაჰმუდ აჰმადინეჟადმა და უგო ჩავესმა,

ირანისა და ვენესუელის პრეზიდენტებმა, მაჰმუდ აჰმადინეჟადმა და უგო ჩავესმა,
კარაკასში გამართულ შეხვედრაზე ნავთობის მწარმოებელი ქვეყნების კავშირის, ოპეკის წევრებს მოუწოდეს, შეამცირონ ნავთობის ექსპორტი, რათა მოხერხდეს მსოფლო ფასების სტაბილიზება. "ჩვენ შევთანხმდით, რომ ერთობლივად და უფრო აქტიურად ვიმოქმედოთ ოპეკის ფარგლებში, ასევე ოპეკის გარეთ მდგომ ნავთობის მწარმოებელ უმსხვილეს ქვეყნებთან, რათა შევინარჩუნოთ ფასები ჩვენს ძირითად პროდუქციაზე," განაცხადა ვენესუელის პრეზიდენტმა უგო ჩავესმა. დღესვე ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი ეწვია ნიკარაგუას, სადაც იგი პრეზიდენტ დანიელ ორტეგას ხვდება.
XS
SM
MD
LG