Accessibility links

logo-print

ბელორუსიაში ადგილობრივი არჩევნები ჩატარებულად გამოცხადდა.


ბელორუსიაში ადგილობრივი არჩევნები ჩატარებულად გამოცხადდა.

ბელორუსიაში ადგილობრივი არჩევნები ჩატარებულად გამოცხადდა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, კენჭისყრაში ამომრჩეველთა 52-მა პროცენტმა მიიღო მონაწილეობა. არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჰქონდა დაახლოებით 7 მილიონ ადამიანს. ისინი 1581 ადგილობრივ ორგანოს ირჩევენ. ოპოზიციის ლიდერის, ალექსანდრ მილინკევიჩის თქმით, კენჭისყრა სწორად ვერ ასახავს საზოგადოების აზრს, ვინაიდან ის ხელისუფლების "კოლოსალური ზეწოლის ქვეშ იმყოფება". მისი სიტყვებით, კენჭისყრა გაყალბებულ იქნება. ოპოზიციის მხოლოდ 200-მა კანდიდატმა შეძლო რეგისტრაციის გავლა არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. საერთო ჯამში მმართველობის ადგილობრივი ორგანოების 22 500 წევრს ირჩევენ.

XS
SM
MD
LG